UPR-ის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციების ანგარიში დამტკიცდა

2015 წლის 12 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში, დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის ანგარიშის ის ნაწილი, რომელშიც ასახულია საქართველოსთან მიმართებით გაცემული ყველა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები გაეროს წევრმა 71-მა სახელმწიფომ შეიმუშავა 2015 წლის 10 ნოემბერის სესიაზე, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოს მიერ 2015 წლის ივლისში წარდგენილი ანგარიშის განხილვა.

აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველომ მიიღო 203 რეკომენდაცია. ამ ეტაპზე საქართველომ მხარი დაუჭირა 142 რეკომენდაციას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო დიდი ნაწილის განხორციელებაზე საქართველოს მთავრობას დაწყებული აქვს სამუშაო პროცესი.  54 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველო, დადგენილი წესის შესაბამისად, თავის პოზიციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს 31-ე სხდომაზე (2016 წლის მარტი), როდესაც დაგეგმილია შემაჯამებელი ანგარიშის დამტკიცება.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს საოკუპაციო ძალას (რაც ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა საქართველოს დელეგაციის მხრიდან ანგარიშის განხილვისას), რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული 7 რეკომენდაცია საქართველომ ცნობად მიიღო და მხარი არ დაუჭირა.

ამასთანავე, საქართველომ აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება წარადგინოს შუალედური ანგარიში მხარდაჭერილი რეკომენდაციების შესრულების შესახებ. 



 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.