ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა

16-27 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთო-მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებმა, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საქართველოს სახალხო დამცველი. 

HDIM-ის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა თემატურ სესიებზე გააკეთეს შესაბამისი განცხადებები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე.