საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა პრეზიდენტ კაჩინსკის ბიუსტი ყვავილებით შეამკო

10.04.2017 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, 2010 წელს სმოლენსკის ავიაკატასტროფაში ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და თვითმფრინავში მყოფი ათობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, პრეზიდენტ კაჩინსკის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. დღეს სმოლენსკის ტრაგედიიდან 7 წელი შესრულდა.