ალექსანდრე ხვთისიაშვილი All Nippon Airways-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

1.2.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა "ოლ ნიპპონ ეირვეის"-ის (All Nippon Airways) უფროს ვიცე-პრეზიდენტ აკირა ნაკამურასთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საჰაერო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს და ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა.

მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წელს იაპონია-საქართველოს შორის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ხაზი გაუსვეს მჭიდრო თანამშრომლობის მაღალ მაჩვენებლებს,  როგორც ეკონომიკური ასევე ტურისტული მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კვლავ დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები.