ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის დელეგაციას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის დელეგაციას ევრაზიისა და რუსეთის საკითხებში USTR-ის მოადგილის ბეტსი ჰაფნერის ხელმძღვანელობით.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ის შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გახორციელების პროცესი, ასევე სოფლის მეურნეობის, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით თანამშრომლობისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთმხარდაჭერის თემები.

აშშ-ის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით გატარებული ღონისძიებები.