ალექსანდრე ხვთისიაშვილი იტალიურ დელეგაციას შეხვდა

03.05.2019 თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის მარკეს რეგიონის ქ. პეზაროს დელეგაციასთან. ქალაქის ვიცე მერის ლუკა ბარტოლუჩის ხელმძღვანელობით, დელეგაციაში წარმოდგენილები იყვნენ მარკეს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამერიგო ვაროტიდა და რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანიის მმართველი ობრეტა პეპე.

შეხვედრისას გამოიკვეთა იტალიური მხარის დაინტერესება საქართველოსთან, განსაკუთრებით კი მის სხვადასხვა რეგიონთან, კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ. იტალიურმა მხარემ წარადგინა პეზაროს ბათუმთან დამეგობრების მემორანდუმი, რომელიც ქართულ მხარეს უკვე გადაეცა განსახილველად და რომლის ხელმოწერაც უახლოეს მომავალში იგეგმება. 

დელეგაცია 7 მარტს გაემგზავრა ქ. ბათუმში, სადაც გაიმართება შეხვედრები ადგილობრივი
აღმასრულებები ხელისუფლების, ქალაქის მერიის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.