ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

14.01.2020 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  ლი იენს შეხვდა.

მხარეებმა შეაფასეს განვლილი წელი და მიმოიხილეს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული მიმდინარე საკითხები. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მინისტრის მოადგილისა და ელჩის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების აუცილებლობას და ამ მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკას.