ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

4.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.
 
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს მარტში დაგეგმილი საქართველოს დელეგაციის იაპონიაში ვიზიტის დღის წესრიგი და ასევე იაპონიაში დაგეგმილი ქართული ღვინის მასშტაბური გამოფენის „Georgia – Homeland of Wine“ შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კვლავ დაუდასტურეს თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები.