ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა

17.05.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდისთან
 
​შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
 
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.