ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

3.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს ელჩთან (რეზიდენციით ქ. ერევანი) ნავაფ აბდულაზიზ ალენეზისთან
 
შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ქუვეითს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
 
კმაყოფილებით აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია სხვადასხვა მიმართულებით. ყურადღება გაამახვილდა  სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.
 
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.