ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

20.03.2019 ქ. თბილისი-   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შორის.
 
ელჩმა პირადად მოახსენა მინისტრის მოადგილეს ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლებაში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე. ოფიციალურად აცნობა ნურსულთან ნაზარბაევის მიერ საპრეზიდენტო პოსტის დატოვების შესახებ და ამავდროულად აუწყა, რომ ნაზარბაევი სახელმწიფო მოღვაწეობას განაგრძობს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ერის სულიერი ლიდერისა და პირველი პრეზიდენტის რანგში.
 
ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური კურსი ახალი ხელისუფლების პერიოდში უცვლელად გაგრძელდება, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ისე ორმხრივ ურთიერთობებში და ამასთან, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ტრადიციულად არსებულ ურყევ მეგობრულ ურთიერთობებს.