ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ერაყის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

26.03.2019 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ერაყის საელჩოს ეწვია, სადაც  ერაყის რესპუბლიკის . მოსულთან ახლოს მდინარე ტიგროსზე ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
მინისტრის მოადგილემ ღრმა მწუხარება გამოთქვა ბორანის ჩაძირვასთან დაკავშირებით და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ერაყელ ხალხს.
 
 2019 წლის 21 მარტს ერაყის რესპუბლიკის ქ. მოსულთან ახლოს მდინარე ტიგროსზე ბორანი ჩაიძირა, რასაც შეეწირა 90-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის ქალების და ბავშვების.