ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონელ ხალხს ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლა მიულოცა

17.05.2019 იაპონია-საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონიის საელჩოში იაპონიის ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით გახსნილ  წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იაპონელ ხალხს მიულოცა ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლა და მათ ახალ, „რეოვას“ ეპოქაში ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
 
 
ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორია. მან ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა. 85 წლის იმპერატორმა აკიჰიტომ ამის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.