ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ არარეზიდენტ ელჩებთან შეხვედრები გამართა

6.11.2018 .თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ექვსი ქვეყნის არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა.

ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში განას რესპუბლიკის ელჩმა სალმა ფრანსე მანსელ-ეგალამ (რეზიდენციით ქ.ანკარა), ზამბიის რესპუბლიკის ელჩმა ჯოზეფ ჩილენგი (რეზიდენციით ქ.ანაკარა), ლიბანის რესპუბლიკის ელჩმა მაია დაღერმა (რეზიდენციით ქ.ერევანი), მაროკოს ელჩმა ფაუზ ელ აშაბიმ (რეზიდენციით ქ.კიევი), ტუნისის ელჩმა მოჰამედ ფაისალ ბენ მუსტაფამ (რეზიდენციით ქ. ანკარა)  და უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩმა შერზოდ ფაიზიევმა (რეზიდენციით ქ.ბაქო).

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ახლადდანიშნულ ელჩებთან და მათ წარმატებები უსურვა საქართველოში ელჩების რანგში საქმიანობაში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საქართველოში აკრედიტებულმა არარეზიდენტმა ელჩებმა ასევე რწმუნებათა სიგელები გადასცეს საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს.