ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ეთიოპიის ფედერაციული რესპუბლიკის, კორეის რესპუბლიკის, მალაიზიის და ომანის სასულთნოს ელჩები მიიღო

24.05.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩმა, ბაჰა დესუკიმ (რეზიდენციით ქ. ერევანი),  ეთიოპიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, გირმა თემესგენ ბარკესამ (რეზიდენციით ქ. ანკარა), კორეის რესპუბლიკის ელჩმა, ტონ ოპ კიმმა  (რეზიდენციით ქ. ბაქო), მალაიზიის ელჩმა, დათო’ რაჯა რეზა რაჯა ზაიბ შაჰმა (რეზიდენციით ქ. კიევი) და ომანის სასულთნოს ელჩმა, კასიმ მუჰამედ სალიმ ალ-სალჰიმ (რეზიდენციით ქ. ანკარა).
 
მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები - სახელშეკრულებო ბაზის, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
ელჩებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. 
 
მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნა, გამოთქვა  თანამშრომლობის მზადყოფნა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.