ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან

21.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხ არენსთან
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებზე.
 
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, რომ ეუთო თავისი ინსტიტუტებით წარმოადგენს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორს დემოკრატიის განვითარების პროცესში.
 
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის კუთხით,  მათი ჩართულობის მნიშვნელობას.