ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან

12.02.2020 . თბილისისაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საკითხებში იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელთან სეიიჩი კონდოსთან.


მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ბატონმა სეიიჩი კონდომ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე, საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და კმაყოფილება გამოითქვა ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. განხილულ იქნა გაეროს ფარგლებში მხარეთა პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები.