"ამბასადორიალი 2017" ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს

19.07.2017 ქ.თბილისი - საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეკრებაზე, ამბასადორიალი 2017-ის ფარგლებში, გაიმართა მსჯელობა საქართველოს სევერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

ამ კუთხით, პარლამენტის როლსა და საქმიანობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთერთობების კომიტეტის თამჯდომარემ სოფიო ქაცარავამ და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თამჯდომარემ, გედევან ფოფხაძემ.
 
ხოლო, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის წინააღმდეგ მთავრობის მიერ  გადადგმული ნაბიჯების,  შერიგების და ნდობის აღდგენის კუითხით მიმართული ძალისხმევის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და უსაფრთხოების გარემოს თაობაზე დამსწრეებს მიმართეს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ. საკუთარ  გამოსვლაში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის სრულმასშტაბიან გადაჭრამდე ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის  შორის ნდობის აღდგენის და კონტაქტების დამყარების მნიშვნელობას.
 
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე საქართველოში, მათ შორის ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
 
 
სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერის მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის და ვრცლად მიმოიხილა პარლამენტის როლი ამ მიმართულებით.  
 
გედევან ფოფხაძემ ამბასადორიალის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის საქმიანობის შესახებ.
 
შეხვედრაზე მრავალგზის აღინიშა, საქართველოს მთავრობის მიერ  გატერებული სწორი, დაბალანსებული და პრაგმატული პოლიტიკის მნიშვნელობა  ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.