„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხები განიხილეს

20.07.2017 თბილისი - ​„ამბასადორიალი 2017“-ის მესამე დღის ერთ-ერთი თემატური სამუშაო შეხვედრა ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს დაეთმო. 

შეხვედრისას განხილულ იქნა ამერიკის ქვეყნებთან არსებული ურთიერთობების დინამიკა და რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, მაღალი დონის ვიზიტების შედეგებსა და საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აგრეთვე მიმოხილულ იქნა კანადასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.  

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე, აგრეთვე ეკონომიკური, კულტურული, ხალხთაშორისი და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე.

სამუშაო სესიას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უწევდა მოდერატორობას.