“ამბასადორიალი 2017-“ის ფარგლებში აზიის და ოკეანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს.

20.07.2017 თბილისი - ​"ამბასადორიალი 2017-“ის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმღვანელებთან ერთად, სამუშაო ჯგუფის ფორმატში აზიის და ოკეანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების შესახებ იმსჯელა.

თემატური სხდომების ფარგლებში ისაუბრეს აღნიშული რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების კუთხით არსებულ პერსპექტივებზე და დასახული სამომავლო გეგმების შესახებ. ხაზგასმით აღინიშა ჩინეთთან, ინდოეთთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა  და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების  დადებითი დინამიკა.  
 
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანისას ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ჩამოყალიბება, საქართველოს აქტიური მონაწილეობა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში, იაპონიასთან სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნაყოფიერი ვიზიტი იაპონიაში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო - საემიგრაციო რეჟიმი გამარტივდა და დაიწყო მოლაპარაკება საინვესტიციო შეთანხმებაზე, გახლდათ მხოლოდ რამდენიმე იმ მნიშვნელოვანი წარმატებებიდან, რაც შეხვედრაზე იქნა განხილული.