„ამბასადორიალი 2017“ ოფიციალურად გაიხსნა

18.07.2017 თბილისი - ​თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად გაიხსნა.  

მოწვეულ სტუმრებს და ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარეები, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, საგანგებო დავალებათა ელჩები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ. 

                 


 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '16951')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.