ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ქ.ფილადელფიას ვიზიტით ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე პენსილვანიის შტატის ქ. ფილადელფიას ვიზიტით ეწვია.

ელჩმა შეხვედრები გამართა სავაჭრო პალატაში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნეს გარემო გააცნო. დავით ბაქრაძემ და აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ,  მონაწილეობა მიიღეს პენსილვანიის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში.

საქართველოს დელეგაციამ ასევე შეხვედრა გამართა ფილადელფიის საკონსულო კორპუსის ასოციაციის პრეზიდენტთან და შტატში საერთაშორისო ბიზნეს წრის გავლენიან წარმომადგენელ პიტერ ლონგსტრესთან. ელჩმა მოინახულა თანამედროვე სტანდარტების ინოვაციისა და ბიზნეს ინკუბატორი Pennovation Center.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაცია ქ. ფილადელფიის ქართულ ეკლესიას ესტუმრა და შეხვედრა გამართა ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებს. ანსამბლი "მ ა მ უ ლ ი"-ს აღსაზრდელები დელეგაციის წევრებს ქართული ცეკვით შეხვდნენ.

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.