ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ რამსფელდის ფონდის ცენტრალური აზიისა და კავსასიის მკვლევარების პროგრამის მონაწილეებს - Rumsfeld Foundation's Central Asia and Caucasus Fellows უმასპინძლა

შეხვედრაზე ელჩმა დავით ბაქრაძემ რამსფელდის ფონდის ახალგაზრდა მკვლევარებთან ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, განხორციელებულ რეფორებზე და ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ელჩმა  მადლობა გადაუხადა რამსფელდის ფონდს რეგიონში მსგავსი სახის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის.​​
 
რამსფელდის ფონდის აღნიშნული  პროგრამა ვაშინგტონში მდებარე ცენტრალური აზიისა და კავასიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამა სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ახალგაზრდა პროფესიონალ მკვლევარებს იწვევს. ექვსი კვირის განმავლობაში პროგრამის მონაწილეებმა შეხვედრები გამართეს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს წრეებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და რეგიონალურ ექსპერტებთან. პროგრამა მიზნად ისახავს, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის აშშ-ის საჯარო და კერძო სექტორების გაცნობას.