ანკარაში ქართული ლიტერატურის საღამო გაიმართა

22.12.2017 თურქეთი - .ანკარაში პირველად გაიმართა ქართული ლიტერატურული საღამო: „ქართველი კლასიკოსები თურქულადდა ფოტო გამოფენა: „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“.

საღამოზე ქართულ და თურქულ ენებზე  წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების და თანამედროვე მწერლების ნაწარმოებები.  ნაჩვენები იქნა თურქი მუსიკოსის ერჰან დოღანის მიერ ამირან სვიმონიშვილის (პაკო) ლექსის მიხედვით გადაღებული ვიდეო-რგოლი.  ღონისძების დასასრულს, დუზჯეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეასრულეს ქართული ნაწარმოები „სულიკო“ ქართულ და თურქულ ენებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ეროვნული განათლების სამინისტროს წარმომადგენელები, გავლენიანი გამომცემლობების ხელმძღვანელები, ცნობილი მწერლები და პოეტები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ქ. ანკარაში მყოფი ქართველი სტუდენტები.

ღონისძიება ანკარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, მათ შორის  „აკაკი წერეთლის გამოფენა“ კი მოწოდეულ იქნა ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძეს მიერ. საღამოს ორგანიზებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს, დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორატმა და სასტუმროს "Monec" დირექციამ.