ანკარაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს

30.04.2019  ქ. ანკარა- თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაარსების 25 წელთან დაკავშირებით საელჩოსა და ანკარის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებით, ქ. ანკარაში ჩატარდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.  ღონისძიების ფარგლებში   საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ  ვახტანგ კახიძეს სამადლობელი სიგელი გადასცა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, სამოქალაქო და შემოქმედებითი საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები.