ანკარის წამყვანი ტურისტული კომპანიები საქართველოს ეწვევიან

21.03.2019 თურქეთი- თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფელბიანმა  ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა ანკარის წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და თურქული ავიახაზების ხელმძღვანელობასთან.
 
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თურქული ავიახაზების ერთობლივი ღონისძიება, რომლის თანახმადაც, მ/წლის მარტის თვეში, აღნიშნული ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ანკარა-თბილისის პირდაპირი ავიარეისის საშუალებით გაემგზავრებიან საქართველოში და ადგილზე შეისწავლიან ტურისტულ პოტენციალს.
 
ზემოაღნიშნული ვიზიტის მიხანია ხელი შეეწყოს მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და  ტურისტების რაოდენობის ზრდას თურქეთიდან, რაც პირდაპირ მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.
 
ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თურქული ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელების შეხვედრები ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან სადაც დეტალურად განიხილება მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და კონკრეტული პროექტები.