ანკარის წმ. ტერეზას სახელობის კათოლიკურ ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინა

28.10.2019 ქ. ანკარა - საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატრიარქოსa და ანკარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით, ანკარის წმ. ტერეზას სახელობის კათოლიკურ ტაძარში მამა მიქაელმა (ბრეგვაძე) მეორედ აღავლინა ქართული წირვა-ლოცვა.

წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას. აღნიშნულის ფარგლებში, ელჩი მიესალმა საელჩოსა და საკონსულო სამსახურის წარმომადგენლების პერიოდულ შეხვედრებს საქართველოს მოქალაქეებთან, რა დროსაც განიხილება დღის წესრიგში არსებული პრობლემატური საკითხები და მათი გადაჭრის გზები. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა მრევლს კიდევ ერთხელ აცნობა, რომ ანკარაში ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება გარკვეული პერიოდულობით, რის შესახებაც საქართველოს საელჩოს მიერ წინასწარ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.