საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა

 
5.09.2018 სამხრეთ აფრიკა- ქ. პრეტორიაში საქართველოს და სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა.
 
მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების  ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება და კულტურა. საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო არენაზე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თემატიკას და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი, ხოლო სამხრეთ აფრიკის დელეგაციას - საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე იოლისა მაია.
 
საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი  2019 წელს, ქ. თბილისში გაიმართება.