არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს

 
20.01.2020 - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პაატა კალანდაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, შაჰიბ ალ ფაჰიმს.

 მხარეებმა შეხვედრაზე დაადასტურეს ორი ქვეყნის სურვილი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით.