არგენტინაში საქართველოს ელჩი სალტას პროვინციას ეწვია

10.12.2018 არგენტინა- 4-6 დეკემბერს არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია სალტას პროვინციას.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სალტას პროვინციის გუბერნატორთან, ხუან მანუელ ურტუბეისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის მიმართულებით.

საქართველოს ელჩის ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა სალტას პროვინციის მთავრობის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსთან, ერნან კორნესოსთან და პროვინციის საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. ირაკლი ყურაშვილმა სალტას პროვინციის მთავრობის წევრებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი, საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გააცნო.