არგენტინაში საქართველოს ელჩის, ირაკლი ყურაშვილის პრეზენტაცია გაიმართა

30.10.2019 არგენტინა - ვისენტე ლოპესის როტარი კლუბის მოწვევით, ოლივოს იახტ-კლუბში გაიმართა არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი ყურაშვილის პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

ელჩმა თავის გამოსვლაში საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის განვითარების ისტორიაზე, კულტურულ მახასიათებლებსა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკვანძო ასპექტებზე ისაუბრა.

ასევე, ირაკლი ყურაშვილმა მიმოიხილა საქართველოსა და არგენტინას შორის მზარდი მეგობრული ურთიერთობების დინამიკა.
პრეზენტაციის დასასრულს, ელჩმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.