არგენტინაში საქართველოს ელჩმა საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა

16.11.2019 არგენტინა - არგენტინის კვლევით ცენტრ „CADAL“-ში არგენტინაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა მოხსენება წაიკითხა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოს მიერ განვლილი გზისა და თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ეტაპების შესახებ. ღონისძიება გაიმართა პროგრამა „Good Bye Lenin“-ის ფარგლებში, ვაცლავ ჰაველის ინსტიტუტის მხარდაჭერით.