არგენტინაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

11.12.2018 - არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატის საპატიო დარბაზში  საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა.

საქართველოსთან ახლადდაფუძნებული მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ბეატრის ავილამ ელჩთან საუბრისასა ყურადღება გაამახვილა   არგენტინის პარლამენტის ინტერესზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, ასევე მომავალ წელს დაგეგმილი ვიზიტებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობაში.