აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის კომენტარი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით

სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება დიდად არ გაგვკვირვებია, რადგან ბაშარ ალ ასადი რუსეთის რეჟიმის მიერ იმართება“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ჰეზერ ნაუერტმა 29 მაისს გამართულ ბრიფინგზე, „რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია  და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.