აშშ-ს კონგრესში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე მოსმენა გაიმართა

2018 წლის 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“.

კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, „Heritage Foundation”-ის მკვლევარი ლუკ კოფი, „U.S. Atlantic Council”-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი. დავით ბაქრაძემ მოსმენის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე.

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკასა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე: „ როცა ვსაუბრობთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში აშშ -ს , როგორც საქართელოს სტრატეგიულ პარტნიორს და ჟენევის მოლაპარაკებების თანამონაწილეს განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართელო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და იმ ქმედებებს, რასაც აშშ ახორციელებს საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს მხარდაჭერა თვალსაჩინოა. საქართველო სარგებლობს ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ის კონგრესის, მთვრობის და ადმინსტრაციის მხრიდან. საქართველო- აშშ-ს ორმხრივი ურთოერთობები არასოდეს ყოფილა ესეთი მჭიდრო და ეს პროცესი დადებითად ვითარდება არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ გვჯერა, რომ რთული და დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ შევძლებთ საქართველოში უსაფრთხოების და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას. ამ მიზნის მიღწევაში უმნიშვნელოვანესია ყველა არსებულ საერთაშორისო და აშშ-რუსეთის ფორმატებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის აუცილებლობის ხაზგასმა. სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ჰიმანიტარულ და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის და განსაკუთრებით აშშ-ს მტკიცე პოზიცია და მკაფიო გზავნილი, რესეთის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტოიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევასთან მიმართებით. 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, ჰელსინკის კომისიამ, ექსპერტებთან ერთად, იმსჯელა კონფლიქტის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მის გავლენაზე როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს ოკუპაციის მძიმე შედეგებისა და იმ კონკრეტული ქმედებების შესახებ, რომელსაც აშშ ახორციელებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ჰელსინკის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში ეუთო-ს და ეუთო-ს წევრ ქვეყნებთან მიმართებით.