აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკლ პომპეოსთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო პერსპექტივების დასახვისთვის - დავით ზალკალიანი

მინისტრის განცხადებით შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველო-აშშ-ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, თანამშრომლობის საკითხები თავდცვისა და უსაფრთხოების, პოლიტიკის და ეკონომიკური  მიმართულებით, ისევე, როგორც საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ გამოწვევებს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცას და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

დავით ზალკალიანის განცხადებით აშშ-ში პრემიერ-მინისტრის  ვიზიტის ფარგლებში საქართველომ მოისმინა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ბევრი მხარდამჭერი პოზიცია „ვიზიტის ფარგლებში გამოიხატა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პოზიციები ამერიკული მხარის მიერ, განსაკუთრებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს სახელმწიფო დეპარტამენტის დ მისი ხელმძღვანელობის მკაფიო მხარდაჭერა პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ეს შეხვედრა იქნება კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ“-განაცხადა ზალკალიანმა.