აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე კონგრესმენ დერვინ რიგლმანს შეხვდა

23.05.2019 აშშ- ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე შეხვდა ახალარჩეულ კონგრესმენს დენვერ რიგლმანს (რესპუბლიკელი-ვირჯინიის შტატი). შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა  მიმოიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტები, ისაუბრეს საქართველოს წვლილზე მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში, კერძოდ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში.

დავით ბაქრაძემ კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების განხორციელების გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე.

შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული აშშ-სა და საქართველოს საიმედო პარტნიორობა.  კონგრესმენმა რიგელმანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის მიერ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერას და მეგობრობას და  ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის  მზაობა გამოთქვა.