აშშ-ში საქართველოს ელჩმა კონფერენციაში - "აშშ-საქართველო -აზერბაიჯანი: გლობალური და რეგიონალური ხედვები მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ" მიიღო მონაწილეობა

20.11.2018 აშშ- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა დავით ბაქრაძემ, მონაწილეობა მიიღო დანიელ მორგანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი სკოლის კონფერენციაში თემაზე: "აშშ-საქართველო -აზერბაიჯანი: გლობალური და რეგიონალური ხედვები მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ".

კონფერენციის პირველი ნაწილის - "სამხრეთ კავკასია გზაგასაყარზე: რეგიონული სტაბილურობის გამოწვევები" ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ისაუბრა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და იმ  გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან რეგიონის ქვეყნები. ასევე, დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ არჩევანზე და ამ პროცესში საქართველოს მიერ ბოლო წლების განმალობაში მიღწეულ პროგრესზე. საკუთარ გამოსვლაში, ელჩმა ასევე მიმოიხილა რეგიონის ქვეყნებთან ვაჭრობისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.  

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადამიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.