აშშ-ში საქართველოს საელჩომ სტუდენტებისთვის მიღება გამართა

8.11.2019 აშშ - ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის (GSPM) სტუდენტებსა და თანამშრომლებს.

GSPM და ქართული პარტნიორი ორგანიზაციები, სექტორი 3 - ჰაბი განვითარებისთვის, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) და ფონდი პროდემოსი ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას Global Perspective Residency, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა GSPM-ის სტუდენტების ჯგუფი საქართველოში გასამგზავრებლად. შერჩეული ჯგუფი ეწვევა თბილისსა და ბათუმს და გამართავს შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართული პოლიტიკის, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებთან.