აშშ-ში საქართველოს საელჩოში ქართული ღვინისა და კულტურის საღამო გაიმართა

1.03.2019 აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და Things To Do in DC-სთან პარტნიორობით, საელჩომ უმასპინძლა კულტურულ საღამოს რომელზეც სტუმრებს საქართველოს ტურიზმის პოტენციალი და კულტურული ღირშესანიშნაობები გააცნეს.
 
საელჩოს წარმომადგენელმა სტუმრებთან საქართველოს მდიდარი კულტურის შესახებ ისაუბრა.
 
ღონისძიების Georgia Wines vs Georgia State Wines ფარგლებში წარმოდგენილი იყო საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ღვინის რამდენიმე სახეობა. ღვინის ექსპორტიორებმა კონსტანტინე ხიზდერმა და ირაკლი კავსაძემ ქართული ღვინის სხვადასხვა ნაირსახეობები გააცნეს სტუმრებს, ასევე ჯორჯიის შტატიდან ღვინოების წარმოადგინა რონ ბრუქსმა. ვაშინგტონელებს საშუალება მიეცათ შეედარებინათ საქართველოსა და აშშ-ს სამხრეთული შტატის ღვინოები.