დავით ზალკალიანი რესპუბლიკელ სენატორს ჯეიმს რიშს შეხვდა

06.02.2019 ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯეიმს რიშთან (რესპუბლიკური პარტია-აიდაჰოს შტატი).

შევედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ბოლო წლებში შეერთებული შტატების კონგრესთან თანამშრომლობის მაღალ დონეს. ხაზი გაესვა აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ, რაც გამოიხატა მათ შორის აშშ-ის კონგრესში 2018 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებით. აღინიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცება სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში და საქართველოს გააჩნია აშშ-ის კონგრესის ოპრატიული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა სენატორს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის დესტრუქციული ქმედებების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე არსებული ურთულესი ვითარების შესახებ და მადლიერება გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.

საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრინველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. კონგრსმენმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრციისადმი მხარდაჭერას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქარველოს მთავრობის რეფორმებს, ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საქართველოს სატრანზტიტო ფუნქციას. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში; ხაზი გაესვა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის თავისუფალი სავჭრო შეთანხმების გაფრომების თვალსაზრისით და ამ მხრივ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობას.