დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენციის გახსნით ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

 
18.07.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-წარმომადგენელთან, ჰარლენ დეზირთან  ერთად სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია გახსნა.
 
დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კონფერენციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფორუმი უნიკალური შესაძლებლობაა მედია გარემოს, არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე მოვლენების განსახილველად.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამოხატვის თავისუფლების და მედია პლურალიზმის დაცვა წარმოადგენს: „ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მედია თავისუფლების, გამჭვირვალეობის და პლურალიზმის უზრუნველყოფას. მედიის პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია,“-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს ოფისის როლსა და  მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოში მედიაგარემოს განვითარების კუთხით.
 
კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ჰარლენ დეზირთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ და მჭიდრო თანამშრომლობას. ასევე,  ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსა და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
 
სამხრეთ კავკასიის მედია კონფერენცია თბილისში, მიმდინარე წლის 18-19 ივლისს იმართება. კონფერენციას საქართველო ტრადიციულად მე-15 წელია მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენციის თემაა "ხარისხიანი ჟურნალისტიკა სარწმუნო და დამაჯერებელი ინფორმაციისთვის".
 
 
    
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.