აზერბაიჯანის ელჩმა დავით ზალკალიანს აზერბაიჯანის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო მედალი გადასცა


2019 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან. შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო მედალი გადასცა. ამასთანავე, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები.
 
"დღეს, მე მქონდა პატივი გადმომეცა აზერბაიჯანის მთავრობის მედალი. კიდევ ერთხელ მადლობელი ვარ, რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ ეს ძღვენი. საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო მრავალი წლის წინ და გაგრძელდება კიდევ ბევრი წელი. ასევე, მინდა მივულოცო ბატონ პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნა და ვუსურვო წარმატება სამომავლო საქმიანობაში." - აღნიშნა დურსუნ ჰასანოვმა.