აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებს ეწვია

 
5.02.2019 აზერბაიჯანი- 31 იანვრიდან  2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე  და გენერალური კონსული ქ. განჯაში მამუკა ბალავაძე,  ვიზიტით იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სამივე რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა მომოიხილეს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები.

აგრეთვე, ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს ელჩი და თანხმლები პირები ეწვივნენ მოქმედ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს და შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საელჩომ სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საჩუქრად გადასცა საკანცელარიო ნივთები, სპორტული ინვენტარი და საბავშვო სათამაშოები.