ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

04.19.2017 ბაქო - 2017 წლის  19 აპრილს ბაქოში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხალაფ ხალაფოვის შორის.

მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხები და ორმხრივი მოლაპარაკებების შემდგომი გააქტიურების გზები.  ყურადღება გამახვილდა მხარეთა პოზიციების დაახლოების შესაძლებლობაზე და აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხების გადაწყვეტის მზადყოფნა. მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე ორი ქვეყნის შესაბამისი კომისიების ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, რომლის მორიგი სხდომა გაიმართება თბილისში.