ბარსელონაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

10.06.2019 ქ. ბარსელონა- ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონსულმა ქეთევან გოგოლაშვილმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მნიშვნელობაზე და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური ტანსაცმლის გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ენახათ ქართული დიასპორული ასოციაცია „ევროჯორჯია-ბარსელონა“-ს მოცეკვავეების მიერ შესრულებული ქართული ცეკვები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კატალონიის მთავრობის, ქ. ბარსელონას ქალაქის საბჭოს, ქ. ბარსელონაში აკრედიტებული საკონსულო კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.