ბათუმის კონფერენციის ფარგლებში დისკუსია -„მომავლის ინვესტიცია: განათლება და გადაადგილების შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისათვის“​- გაიმართა

12.07.2019 ქ. ბათუმი - ბათუმის კონფერენციის მე -7 სესია -  „მომავლის ინვესტიცია: განათლება და გადაადგილების შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობებისათვის“ - მიეძღვნა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში განათლების უკეთესი ხარისხის, ბიზნესისა და კულტურული კავშირებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე მსჯელობა.

პანელურ დისკუსიაზე საქართველოს განათლების სისტემის  მოდერნიზაციაზე და წარმატებით გატარებულ რეფორმებზე;  განათლების, კვლევისა და ინოვაციის სფეროებსა და მეორე მხრივ, საბაზრო მოთხოვნასა და შესაძლებლობებს შორის უფრო ახლო კავშირების შექმნაზე ისაუბრა საქართველოს განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ. მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში საგანმანთლებლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.

სესიაზე დადებითად იქნა შეფასებული ევროკავშირთან თანამშრომლობის მრავალფეროვანი  ფორმატები, რომლებიც  შესაძლებლობას აძლევს არა მხოლოდ საქართველოს არამედ ყველა პარტნიორი ქვეყნის ახალგაზრდებს შეიძინონ უკეთესი განათლება. ხაზი გაესვა,  რომ განათლება არის ის უმნიშნელოვანესი კოპონენტი, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, გონივრულ სპეციალიზაციას და  თითოეული პარტნიორის ეკონიმიური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ მობილობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთერთი მთავარი კომპონენტია, რომელიც ქვეყნებზე და მათი საზოგადოებებზე სასარგებლო, გრძელვადიან გავლენას ახდენს, რადგან სავიზო ლიბერალიზაციას და ცირკულარულ მიგრაციას ყველაზე თვალშისაცემი და ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც განათლების უკეთეს ხარისხსს, ბიზნეს და კულტურული კონტაქტებს ეძებენ დისკუსიაზე განხილული იქნა   თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმები.

სესიას მოდერაციას უწევდა ევროპარლამენტის ყიფილი წევრი კლერ მუდი. პანელური დისკუსიის მონაწილეებს წარმოადგენდნენ ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვეიცარიის რეგიონული ოფისის რეგიონული დირექტორი ოლა ჰენრიკსონი და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი ლორენს მერედიტი

ქართული მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე

აღსანიშნავია, რომ დისკუსია XVI ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიმდინარეობდა.