ბელარუსში ქართული კულტურის დღეების დახურვის ცერემონია გაიმართა

5.09.2018 ქ. მინსკი - ბელარუსში ქართული კულტურის დღეების დახურვის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, “რესპუბლიკის სასახლეში“ გაიმართა - ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი. ღონისძიება საქართველოს საელჩოს და საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
 

დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა იური ბონდარმა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა იური ბონდარმა.
 
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ელჩმა ისაუბრა ორი ქვეყნის მჭიდრო, მეგობრულ და მზარდ ურთიერთობებზე თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის კულტურის დარგში. ასევე, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიაზე და საქართველოს ევროპულ არჩევანზე.

ღონისძიების ფარგლებში,  წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ბელარუსში მოღვაწე ქართველი და ბელარუსი მხატვრების ნამუშევრები.
 
 ქართული კულტურის დღეები ბელარუსის რესპუბლიკაში 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.