ბელარუსში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

31.05.2019 ბელარუსი- მინსკში, საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ხალხური მუსიკის გუნდისა და დაროს მიერ შესრულდა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ დვორნიკმა. 

სპეციალურად მიღებისთვის საქართველოდან სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი მუსიკოსი მაია ბარათაშვილი. მუსიკოსმა მის ბენდთან ერთად მოწვეული სტუმრებისათვის ჯაზის ცნობილი კომპოზიციები და ცნობილი ქართული სიმღერები შეასრულა, ხოლო ბელარუსში მცხოვრები ქართველებისაგან შემდგარმა ანსამბლმა „მზიური საქართველო“ ქართული ხალხური საცეკვაო ნომრები წარმოადგინა.
საღამოზე, ევგენი მიქელაძის ხალხური მუსიკის გუნდის მიერ, ქორმაისტერის ბადრი ჯიმშელეიშვილის ხელმძღვანელობით, გაჟღერდა ქართული მრავალხმიანობა.
 
მიღებას ესწრებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, მინსკში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, აკადემიური, კულტურული, ბიზნეს და მედია წრეების წარმომადგენლები, ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართველები.