ბექა დვალმა ფორტ ჰეარის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია წაიკითხა

19.04.2019 სამხრეთ აფრიკა- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანნა ელჩმა ბექა დვალმა სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კეიპის პროვინციის ქ. ალისში ფორტ ჰეარის უნივერსიტეტში საქართველოს შესახებ ლექცია და პრეზენტაცია გამართა.
 
ბექა დვალმა ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ისტორიის, თანამედროვეობის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე, საქართველოს მთავრობის მიიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.
ღონისძიებას ფორტ ჰეარის უნივერსიტეტის ადმნისტრაციის წარმომადგენლები,  პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ფორტ ჰეარის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერის მოვალეობის შემსრულებელთან, პროფესორ ჯ. ჰენდრიკსთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ფორტ ჰეარის უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.
 
აღსანიშნავია, რომ ფორტ ჰეარი წარმოადგენს ერთ-ერთ ისტორიულ და გამორჩეულ უნივერსიტეტს, სადაც უმაღლესი განათლება მიიღეს სამხრეთ აფრიკის ანტი-აპარტეიდული მოძრაობის გამოჩენილმა ფიგურებმა, როგორებიცაა ნელსონ მანდელა, დესმონდ ტუტუ და ოლივერ ტამბო.
 
 
 
 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.